LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ თემურ წიკლაური ესტუმრა

18

Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ თემურ წიკლაური ესტუმრა. მან მსმენელისთვის რამდენიმე სიმღერა პირდაპირ ეთერში ცოცხლად შეასრულა. გადაცემის ბოლოს კი ახალი სიმღერაც წარადგინა.

 

ბატონო თემურ, თქვენ გუშინ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეზე იყავით…

 

სამტრედიაში არის ბავშვთა სახლი, საიდანაც ნინოწმინდაში წამოუყვანიათ ბავშვები, იქ შენდება სახლი მათთვის. ქართული სკოლა აღარ ფუნქციონირებდა, რადგან ქართველი ბავშვები აღარ იყვნენ. რომ გადმოიყვანეს ეს ბავშვები სამტრედიიდან, აღდგა სკოლა, პედაგოგებიც დასაქმდნენ. ამ მომენტისთვის 114 ბავშვია. იქ ვიყავი სწორედ, ფოტოები გადავიღეთ, დისკები ჩავუტანე.

 

მახსოვს, როდესაც რუსთავში გქონდათ კონცერტი წლების წინ, მეც ვმღეროდი და თქვენ გამომაცხადეთ მე, მადლობა ამისთვის. ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე. ბატონო თემურ, ნაწილობრივ თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩავაბარე კონსერვატორიაში, რადგან მახსოვს თქვენი „მურმანი“, ბათუმის ოპერის თეატრში…

 

ალექსანდრე ხომერიკისა და მისი მეუღლის მეშვეობით ექვს თვეში მოვამზადე „მურმანი“. მანამდე ოპერასთან შეხება არ მქონია. კულისებში „მამაო ჩვენო“ წავიკითხე მახსოვს… საოპერო არიის მღერა უმაღლესი მწვერვალია. ვერ ავხსნი სიტყვებით რა არის მაგალითად „მურმანის“ პარტია, ურთულესია.

 

ანსამბლ „ივერიას“ 50 წლიანი ისტორია, გარდა ამისა, სხვა უამრავი წარმატება, ვარსკვლავის გახსნა, სოლო კონცერტი და დალოცვა პატრიარქისგან…

 

ხშირად იკითხავენ ხოლმე რა არის ბედნიერება, არ ვიცი რას ეძებს ხალხი, მაგრამ ერმა უნდა დაინახოს, როგორი ადამიანი გამოგვიგზავნა უფალმა. უბედნიერესი ადამიანი ვარ იმიტომ რომ, ეს კაცი არსებობს. ის ბავშვთა სახლი, რომელიც ნინოწმინდაშია, სწორედ მისი დამსახურებაა. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, მე მან გადამარჩინა, ისევე როგორც სხვა მრავალი. როდესაც ძალიან გვიჭირდა მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, მან გამოგვიყვანა მდგომარეობიდან და სულიერად უფრო ამაღლებული გავხდი. სიმღერით „აღსარება“ ყველას პატიებას ვთხოვ…

 

თქვენ ხშირად მოგზაურობთ და ერის სათქმელს ამბობთ….

 

ასეთი წესით ვცხოვრობ, ადამიანი თავის ქვეყანაში ოჯახის სახეა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი თავის ქვეყანას, კულტურას, დადებით და უარყოფით მხარეს წარმოადგენს. ამიტომ კეთილი უნდა ინებოს ყველამ და ეს გაითვალისწინოს. ამას წინათ გერმანიაში კონცერტი მქონდა. ქართველების გარდა რუსები და გერმანელები იყვნენ. ჩემი სათქმელი იქაც ვთქვი, აფხაზეთი და ოსეთი აუცილებლად დაუბრუნდება დედა საქართველოს. გავახმოვანე არჩილ ტატუნაშვილის ტკივილიც. სხვაგან მე საქართველოს წარმოვადგენ და რაც უჭირს ჩემს ქვეყანას, იმას სცენიდან ვამბობ.

 

ახალი სიმღერა მოგვიტანეთ…

 

სიმღერა ლაშა შენი გადაცემის სახელობის არის. მეც პატარა წვლილს შევიტან ხალხის გულის გახარების საქმეში. ბორის შხიანია ავტორი, ტექსტი კი თინა ნაცვლიშვილის არის. ბევრი გეგმა გვაქვს, „ივერიელები“ სიურპრიზებს ვაპირებთ. ჯემალ ბაღაშვილთან ერთად ახალი პროგრამა გვინდა გავაკეთოთ, ვწერ ბევრ სიმღერას და გაჩერებას არ ვაპირებ.

თემურ წიკლაური – ღვინო დუდუკი ქალები

AudioTEMUR TSIKLAURI GVINO DUDUKI QALEBI SIMGA

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioGvino Duduki. Temur Tsiklauri axali


თემურ წიკლაური – ზამთრის ყინვა. Live

თემურ წიკლაური – უფალო შემიწყალე. Live


თემურ წიკლაური – საქართველო. Live

თემურ წიკლაური. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები