წელს „საბავშვო ევროვიზიას“ თბილისი და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მასპინძლობენ. წინა წელს გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი, ანდრია ფუტკარაძე გახდა, შესაბამისად, გადაწყდა, რომ 2025 წლის „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსი საქართველოში გაიმართებოდა. სამზადისი უკვე დიდი ხანია დაწყებულია. წელს საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარმოადგენს, სულ კი კონკურსში 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
fortuna.ge გაგაცნობთ პირველ ექვს კონკურსანტს, რომელიც „საბავშვო ევროვიზიაზე“ ქართველი და ევროპელი მაყურებლის წინაშე წარდგება.
„საქართველოს კაშკაშა ვარსკვლავი“ – რას წერს „ევროვიზიის“ ოფიციალური საიტი ანიტა აბგარიანის შესახებ
მალტას წარმოადგენს 12 წლის მომღერალი, ელიზა ბორგი, სიმღერით „I Believe” („მე მჯერა“
საბავშვო ევროვიზია 2025-ის ბილეთები TKT.GE-ზე პირველი დეკემბრიდან გაიყიდება
აზერბაიჯანს 12 წლის მომღერალი, იამური წარადგენს, სიმღერით „Miau Miau” („მიაუ მიაუ“).
მის საყვარელ შემსრულებლებს შორის არიან მაიკლ ჯექსონი და ბილი აილიში.
ხორვატიას 10 წლის მომღერალი, მარინო ვრგოში წარადგენს, სიმღერით „Snovi” („სიზმრები“) ![]()
იგი გახლავთ ხორვატიის საბავშვო „The Voice“-ის გამარჯვებული .
სან-მარინოს 12 წლის მომღერალი, მარტინა CRV წარადგენს, სიმღერით „Beyond The Stars” („ვარსკვლავებს მიღმა“).
სომხეთს 12 წლის მომღერალი, ალბერტი წარადგენს, სიმღერით „Brave Heart” („მამაცი გული“).
ის მონაწილეობდა არაერთ პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსში, როგორც სომხეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
უკრაინას 10 წლის მომღერალი, სოფია ნერსესიანი წარადგენს, სიმღერით „Motanka” („მოტანკა“).
