LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ, თუ თვითდასაქმებული ხართ

623
საქართველოს ბანკი

ყოველდღიურად არაერთი ადამიანი საკუთარი საქმიანობით იღებს შემოსავალს. დიდხანს არსებობდა განცდა, რომ თვითდასაქმებულებისთვის საბანკო სერვისებზე წვდომა რთული იყო. თუმცა, როგორც უნდა იღებდეთ შემოსავალს, თუ გაქვთ მეურნეობა, ან ხართ რეპეტიტორი, ძიძა, ხელოსანი, ფრილანსერი თუ სხვა, საქართველოს ბანკი საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობას გაძლევთ.

ვინ არის თვითდასაქმებული ბანკისთვის?

თვითდასაქმებული გულისხმობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საკუთარი საქმიანობით იღებს შემოსავალს (პირადი ჩარიცხვებით ან ხელზე), მაგალითად, გაქვთ მეურნეობა, ხართ ავტოხელოსანი, მშენებელი, ძიძა, რეპეტიტორი, მძღოლი, თარჯიმანი, ფრილანსერი ან სხვა სფეროს წარმომადგენელი. ყველა საქმიანობას აქ იპოვით.

რა ტიპის საბანკო პროდუქტებზე გაქვთ წვდომა?

თვითდასაქმებულებს საქართველოს ბანკში ყველა იმ  საბანკო პროდუქტსა თუ სერვისზე აქვთ წვდომა, რომელსაც ოფიციალურად დასაქმებული პირები იღებენ. მათ შორის:

  • ანგარიშის გახსნა და ბარათები – თანხის მისაღებად და გადასარიცხად, საყიდლებისთვის და ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად;
  • მობილბანკით და ინტერნეტბანკით სარგებლობა – ფინანსების მარტივად და სწრაფად სამართავად;
  • ანაბრების გახსნა – თანხის შესანახად და სარგებლის მისაღებად;
  • საკრედიტო პროდუქტები, მათ შორის:
    • სამომხმარებლო სესხი – ნებისმიერი საჭიროებისთვის;
    • იპოთეკური სესხი – სახლის შესაძენად ან გასარემონტებლად;
    • ავტოსესხი – მანქანის შესაძენად;
    • განვადება – სასურველი ნივთის შესაძენად;
    • ნაწილ – ნაწილ გადახდა – სადაც ნივთის ღირებულება შეგიძლიათ 4 თვეზე გადაანაწილოთ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაგიძვირდეთ (ეფექტური 0%);

*გაითვალისწინეთ, საბანკო პროდუქტებს, შესაძლოა, ჰქონდეს მომსახურების საკომისიო.

ასე რომ, თუ ხართ თვითდასაქმებული, შეგიძლიათ ყველა საბანკო პროდუქტით ისარგებლოთ, აისრულოთ სურვილები ან განავითაროთ თქვენი საქმიანობა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g