LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანუოცო პომოდორისიმოსგან“ – იტალიური გემო ინოვაციურ სტანდარტად ქცევის ამბიციით

981
პანუოცო

ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი გაჩნდა სწრაფი კვების ისეთი პროდუქტით, რომელიც აქამდე არ არსებობდა – „პანუოცო“ შთაგონებულია იტალიური კულინარიის ტრადიციებით, თუმცა ცომის უნიკალური ტექსტურა და ინგრედიენტების კომბინაცია სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის კვების ინდუსტრიაში.

ზურა მამულაშვილი, „პანუოცოს“ პროექტის მენეჯერი:

– „პანუოცო“ ახალი, ინოვაციური ქართული ბრენდია, რომელიც „პომოდორისიმოს“ ბაზაზე შეიქმნა. „პომოდორისიმო“, თავის მხრივ, 2010 წლიდანაა ბაზარზე წარმოდგენილი და ის პირველი იტალიური რესტორანი იყო ჩვენს ქსელში. „პომოდორისიმო“ დღემდე წარმატებული პროექტია სრულად იტალიურ მენიუს დამატებული სტეიკების მიმართულების წყალობით. სწორედ მის დანამატად, ფასტფუდზე ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, შევქმენით „პანუოცო“.

პანუოცო არის კერძი, რომელიც აქამდე ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობდა და ის სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სწრაფი კვების ინდუსტრიაში. მოგეხსენებათ, ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცა „პომოდორისიმოში“ შეშაზე ცხვება. ასევე შეშის ღუმელს ვიყენებთ პანუოცოს უნიკალურობისთვისაც. პანუოცო წარმოადგენს პიცის ცომისგან შექმნილ სენდვიჩს. ის ცხობის ორ ეტაპს გადის – ჯერ ცხვება პიცის ცომი, რომელიც იბერება, იჭრება შუაზე, ლაგდება ინგრედიენტები და შემდეგისევ ასრულებს ცხობას ღუმელში. შედეგად, ვიღებთ ხრაშუნა სენდვიჩს. გვაქვს პრინციპი, რომ პანუოცოს შეკვეთიდან მომხმარებლამდე მიტანის დრო 15 წუთს არ აღემატებოდეს.

„პანუოცოს“ პირველი ობიექტი ქარვასლაში (ც. დადიანის #7), დაახლოებით, 1 წლის წინ გავხსენით. მან იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ ორი თვის თავზე დავამატეთ დიღომში (აღმაშენებლის ხეივანი #125), ახლა კი მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დიდ მოლებში შესვლის თაობაზე.

– როგორც ვიცი, დროთა განმავლობაში „პანუოცოს“ მენიუ გამრავალფეროვნდა.

– დიახ, მომხმარებლის თხოვნიდან გამომდინარე, „პანუოცოს“ მენიუს, პიცასთან ერთად, დავამატეთ ბურგერები, რომლებსაც ასევე პიცის ცომით ვაკეთებთ, სტარტერები, სალათები, ვრაპები, ტკბილეულის მიმართულებით კი – ტირამისუ. სხვათა შორის, ტირამისუ ადგილზე არ მზადდება, იტალიიდან შემოგვაქვს ამ ჯადოსნური კრემის ჩამოსასხმელი სპეციალური აპარატები. ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ პანუოცო და ჩვენი პიცები მზადდება უმაღლესი ხარისხის იტალიური ფქვილისგან, რომელსაც ჩვენთვის საჭირო სხვა ინგრედიენტებთან ერთად, საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია გვაწვდის.

– რა ასაკის მომხმარებელში სარგებლობს პანუოცო განსაკუთრებული მოწონებით?

– „პანუოცო“ თავდაპირველად 13-დან 25 წლამდე ასაკის მომხმარებლებზე იყო გათვლილი, თუმცა ის უფროსი თაობის წარმომადგენლებმაც და განსაკუთრებით „პომოდორისომოს“ ერთგულმა ვიზიტორებმა ძალიან შეიყვარეს. ყველას ჰგონია, რომ „პანუოცო“ არის ფრენჩაიზი – არა, ის „პომოდორისიმოს“ საუკეთესო ტრადიციების ინოვაციური გამგრძელებელია. უნდა აღინიშნოს, რომ „პანუოცო“ ახალგაზრდა კადრებითაა დაკომპლექტებული და მომავალშიც ასე იქნება – 16-დან 22 წლამდე პირებს მიეცემათ სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ზოგადად, ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი გუნდია. გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან გახსნის დღიდან მუშაობენ (ახალ თანამშრომლებს მხოლოდ ახალ ობიექტებზე ვამატებთ) და ყველას ვაძლევთ კარიერულად დაწინაურების შესაძლებლობას, რისთვისაც ხშირად ვატარებთ ტრენინგებს, საქმესთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი რომ ისწავლონ. სხვათა შორის, „პანუოცოს“ ბრენდ შეფი, ზაზა ტატუნაშვილი 16 წლიდან მუშაობს ჩვენთან. იგი რამდენჯერმე გვყავდა იტალიაში გაგზავნილი ტრენინგებზე ჩვენს პარტნიორებთან, გაიარა გადამზადება, პანუოცოს ტექნოლოგიაც იქ ისწავლა და სწორედ მასთან ერთად გავაკეთეთ ეს პროექტი. ზაზა ახლა 22 წლისაა და სრული თავისუფლება აქვს სამზარეულოში, არ ვზღუდავთ არაფერში, „პანუოცო“ მისთვის და ჩვენთვის გიჟური იდეების განხორციელების ადგილია.

– ალბათ, „პანუოცოს“ პოპულარობას ხელი ქეითერინგის სერვისმაც შეიწყო.

– ქეითერინგის სერვისი მომხმარებლებმა ჯერ პიცასთან დაკავშირებით მოითხოვეს. თავდაპირველად თავს ვიკავებდით, რადგან გაციების შემდეგ პიცა გემოვნურ თვისებებს კარგავს. მაგრამ სორედ „პანუოცომ“ მოგვცა პიცის ქეითერინგის დაწყების შესაძლებლობა. შევიძინეთ ცალკე ღუმელი, აღჭურვილობა და დღეს უკვე საქართველოში ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია მივიდეთ, ავაწყოთ სამზარეულო, მოვაწყოთ მინიპიცერია და ადგილზე გამოვაცხოთ პიცაც და პანუოცოც. გამოდის ერთგვარი კულინარიული შოუც, თავისი ცომის ჰაერში აგდებით. ქეითერინგის სერვისით სარგებლობისთვის საკმარისია 2 დღით ადრე დაკავშირებაც.

აქვე დავძენ, რომ პიცის მასტერკლასებს ვატარებთ ბავშვებისთვისაც. დიდების მსგავსად, ისინიც სწავლობენ პიცის ცხობას. ეს მასტერკლასები შესაძლებელია, რომ იყოს დაბადების დღის, თიმ ბილდინგის შემადგენელი ნაწილიც. სადაც მივდივართ, ვაწყობთ ჩვენს ღუმელს და მასტერკლასის თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობს საკუთარი ინგრედიენტებით – იმეორებს იმავეს, რასაც შეფი აკეთებს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g