LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის ძალების მეთაური საფრანგეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

315
თავდაცვის ძალების მეთაური საფრანგეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  ოლივიე კურტოსა და თავდაცვის ატაშეს,  მეორე რანგის კაპიტან, ფილიპ გრუსენმეიერს უმასპინძლა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და მომავალი პერსპექტივები მიმოიხილეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g