LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლომონ პავლიაშვილი: „აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ არსებული ძველი ნაგავსაყრელების ნარჩენების განთავსების საერთაშორისო სტანდარტის ობიექტებით ჩანაცვლება“

121
სოლომონ პავლიაშვილი

სამცხე-ჯავახეთში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქალაქ ახალციხეში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ძველი ნაგავსაყრელები ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს. შედეგადა, მყარი ნარჩენების მართვა შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა ყველა იმ მიმართულებას მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს როგორ ადამიანისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ასევე, ბუნების და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება. აღნიშნულ მიმართულებებს შორისაა მყარი ნარჩენების მართვა.

„მყარი ნარჩენების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. კომპანია, რომელიც ამ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში გადმოვიდა. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ არსებული ძველი ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტის ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლება. აქტიურად და კოორდინირებულად ვმუშაობთ დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის რეგიონებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან ჩართულობა და ახალი პროექტების მხარდაჭერა. საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტების შექმნის შედეგად, მიწისქვეშა წყლები, ნიადაგი და ჰაერი მაქსიმალურად იქნება დაცული დაბინძურებისგან“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ნაგავსაყრელებზე არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილეს. ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ, ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები.

magti 5g