LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ხართ თვითდასაქმებული, გაიგეთ, როგორ მიიღოთ საბანკო მომსახურება

478
საქართველოს ბანკი

თუ ხართ თვითდასაქმებული, გაქვთ აგრომეურნეობა, ან ხართ რეპეტიტორი, ძიძა, ხელოსანი, ფრილანსერი თუ სხვა, როგორც უნდა იღებდეთ შემოსავალს, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას გაძლევთ, ისარგებლოთ საბანკო პროდუქტებით.

რა ტიპის საბანკო პროდუქტებზე გაქვთ წვდომა?

თვითდასაქმებულებს საქართველოს ბანკში ყველა იმ  საბანკო პროდუქტსა თუ სერვისზე აქვთ წვდომა, რომელსაც ოფიციალურად დასაქმებული პირები იღებენ. მათ შორის:

  • ანგარიში და ბარათები – თანხის მისაღებად და გადასარიცხად, საყიდლებისთვის და ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად;
  • მობილბანკით და ინტერნეტბანკით სარგებლობა – ფინანსების მარტივად და სწრაფად სამართავად;
  • ანაბრები – თანხის შესანახად და სარგებლის მისაღებად;
  • საკრედიტო პროდუქტები, მათ შორის:
    • სამომხმარებლო სესხი – ნებისმიერი საჭიროებისთვის;
    • იპოთეკური სესხი – სახლის შესაძენად ან გასარემონტებლად;
    • ავტოსესხი – მანქანის შესაძენად;
    • განვადება – სასურველი ნივთის შესაძენად;
    • ნაწილ – ნაწილ გადახდით თანხას 4 ტოლ ნაწილად ყოფთ და იხდით ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს ნივთი (ეფექტური 0%);
    • საკრედიტო AmEx ბარათი  – გადახდებით შესაძლებლობა გაქვთ დააგროვოთ MR ქულები.

*გაითვალისწინეთ, საბანკო პროდუქტებს, შესაძლოა, ჰქონდეს მომსახურების საკომისიო.

როგორ ისარგებლოთ საკრედიტო პროდუქტებით თუ თვითდასაქმებული ხართ

საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისთვის საჭიროა თქვენი შემოსავლის დადასტურება. ეს პროცესი კი რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

  • შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები. მისი შემოწმება თქვენთვის სასურველი არხიდან მარტივად შეგიძლიათ.

საქართველოს ბანკის მობილბანკი: აპლიკაციაში გადადით „ჰაბში“, აირჩიეთ „სესხი“ და შეავსეთ განაცხადი; ნახეთ მარტივი ვიდეოინსტრუქცია და დეტალურად გაიგეთ, როგორ მოითხოვოთ ან წინასწარ გამოთვალოთ მაქსიმუმ რა თანხაზე მიგიწვდებათ ხელი.

ცხელი ხაზი: შეგიძლიათ დარეკოთ 032 2 444 444-ზე და ოპერატორის დახმარებით შეამოწმოთ თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები;

ფილიალი: დაჯავშნეთ ვიზიტი და ეწვიეთ ახლოს მდებარე სერვისცენტრს.

  • შემდეგი ეტაპი შემოსავლების დადასტურებაა

განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, საქართველოს ბანკის თანამშრომელი დაგიკავშირდებათ, რომელსაც მოუყვებით თქვენი საქმიანობის შესახებ, ვიდეოზარის მეშვეობით დაათვალიერებს სამუშაო გარემოს ან საჭიროებისამებრ ადგილზე მოვა.

შემოსავლის დადასტურების შემდეგ კი თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ყველა საკრედიტო პროდუქტი.

ასე რომ, თუ ხართ თვითდასაქმებული, შეგიძლიათ ყველა საბანკო პროდუქტით  ისარგებლოთ, აისრულოთ სურვილები ან განავითაროთ თქვენი საქმიანობა.

დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g