LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია გამოყოფს 3 მილიარდ ევროს, რათა ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს

106
orig

გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა  ახალი პროგრამა, რომელიც ელექტრომობილებზე მოთხოვნის წასახალისებლად სამი მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს. პროგრამა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე პოტენციურ მყიდველებზე იქნება მიმართული. ინიციატივის მიზანი – „მწვანე“ მანქანების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

საქმე ისაა, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების გაყიდვები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მთავრობის პროგნოზს. გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის გზებზე 15 მილიონი ელექტრომობილი უნდა იყოს. თუმცა ორი წლის წინ სახელმწიფოს მხარდაჭერა თითქმის სრულად შეწყდა, რამაც გამოიწვია მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა, რომელიც შემდეგ მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა.

მასობრივ გაყიდვებს ხელს უშლის საწვავზე მომუშავე და ელექტრო მოდელებს შორის არსებული ფასთა დიდი სხვაობა – სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. ახალი პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიებს როგორც ელექტრომობილის შეძენისას, ასევე ლიზინგის აღებისას. ავტორების ჩანაფიქრით, სიახლე შექმნის ბაზარს საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის.

ავტომფლობელებს  5000 ევრომდე თანხას აუნაზღაურებენ. მხარდაჭერა გავრცელდება როგორც სრულად ელექტრო მანქანებზე, ასევე ჰიბრიდებზე, თუმცა მხოლოდ ევროპული წარმოების შემთხვევაში. ოჯახის მაქსიმალური წლიური შემოსავალი, რომელიც უფლებას იძლევა მიიღოს სუბსიდია, არის 80 000 ევრო, ხოლო თითოეულ ბავშვზე დამატებით გათვალისწინებულია 5000 ევრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები