LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მადლობა მარიამს, არასდროს დამავიწყდება მისი თანადგომა. ჩემი სამძიმარი მარიამის ოჯახს და ყველა ახლობელს“ – მიხეილ სააკაშვილი

210
ბელგიის პრემიერ მინისტრი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ექიმის, მარიამ ჯიშკარიანის გარდაცვალებას ეხმაურება.

„გარდაიცვალა მარიამ ჯიშკარიანი – სამართლიანობისთვის მებრძოლი, კომპეტენტური და პატრიოტი, „ემპათიის“ დამფუძნებელი.

ჩემი ციხეში მოწამვლის შემდეგ მარიამმა ბევრი იბრძოლა ჩემთან დასაშვებად და შემდეგ დადო ჩემი მოწამვლის შედეგების ზუსტად ამსახველი სამედიცინო დასკვნა.

დიდი მადლობა მარიამს, არასდროს დამავიწყდება მისი თანადგომა. ჩემი სამძიმარი მარიამის ოჯახს და ყველა ახლობელს.

ისე ჩემი მოწამვლაც CNN- მა გააშუქა პრაიმტაიმში, მაგრამ აქ საზოგადოების უმეტესობამ გაატარა, არადა დღემდე მაქვს ამ მოწამვლის სერიოზული კვალი. ჩემთვის კი შარშანდელ დანაშაულში არაფერი გასაკვირი არ ყოფილა, როგორც რუსებისთვის, ქოცებისთვის სხვადასხვა საწამლავის გამოყენება ძალიან ბუნებრივი ამბავია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g