14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.
მეგი ჯაიანის დედა, ლამარა სურმანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეგი ჯაიანისა, ასევე, ანა მახარაძის ერთობლივ ფოტოებს გვიზიარებს.
„მენატრებით ჩემო ანგელოზებო 😥😥💔💔 გასკდა გული დეე 💔💔 სულ ერთად იყავით ჩემო გულებო 😥😥 მხიარულებო და გადარეულებო 💔💔 ერთ ადგილას ვერ ისვენებდით 😥 ყველა კუთხის მოვლას აპირებდით შვილო მაგრამ ღმერთმა აღარ დაგაცადათ დეე 😥😥 ეხლა როგორ ისვენებთ მაგ შავ მიწაში დადუმებული შვილო 😥😥 მიყვარხართ და მენატრებით მენატრება თქვენი ხმის გაგონება დე 😥 თქვენი სიცილკისკისი აღარ ისმის ჩემს სახლში ჩემო 💔💔 გელოდებით შვილო გელოდებით ისევ და ისევ გელოდება შენი დამწვარი დედა დეე ჩემო ნაადრევად გაფრენილო ანგელოზებოო 😥😥💔💔“, – წერს ლამარა სურმანიძე.
