LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთოდ არ არის საჭირო ქმარი, რომ ქალი იყოს გახარებული და ბედნიერი…“ – სალომე გოგიაშვილი საქართველოდან საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდა

1887
45092039-5712-4a17-9bd1-5ff865cc5fff

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (8 დეკემბრის ნომერი) საუბრობს პირადი ცხოვრებისა და იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა წინაშეც ბოლო პერიოდში აღმოჩნდა.

სალომე გოგიაშვილი:

ახალ წელს ახალი იმედებით ვხვდები… ვცდილობ, ჩემს შვილებს სიტუაცია „გავულაითო“ და ისე გავაგებინო, რომ ჩვენ კი დავშორდით, მაგრამ კარგი მეგობრები ვიქნებით და ბავშვებიო ურთიერთობაზეც ვერ ამჩნევენ, რომ ჩვენ ასე სკანდალურად დავიშალეთ. ახლა რაზეც ვმუშაობ და ვფიქრობ, არის ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ძალიან ცუდად იმოქმედა მათზე ამ ამბებმა. მათ რომ ვუყურებდი, შოკირებული ვიყავი და რადგან ეს გადავლახეთ და სიმშვიდისკენ მივდივართ, აღარაფერს დავეძებ, ოღონდ ესენი იყვნენ კარგად.

გადავწყვიტე, ცოტა ხანი დავისვენო. დავისახე გეგმები, რომლებსაც ვახორციელებ და ახლა გავიცანი საკუთარი თავი. აქამდე ყოველთვის, მთელი ჩემი ცხოვრება სულ სხვებისთვის ვცხოვრობდი და მინდა, ახლა ჩემი თავისთვისაც მოვიცალო. არასდროს მქონდა დრო, დავმჯდარიყავი და მეფიქრა: მე რა მინდა, რა მესიამოვნება, რა მაყენებს დისკომფორტში… ვზივარ, ვმუშაობ ახალ გეგმებსა და საკუთარი ოცნებების განხორციელებაზე. უცხოეთში შვილებთან ერთად ვცხოვრობ ახლა და თუ ვინმეს აინტერესებს, რომელ ქვეყანაში ვარ, შეუძლია, ჩემი სოციალური ქსელები იხილოს და ადვილად მიხვდება.

ძალიან მაგარია, რომ ოთხი შვილი გავაჩინე და ჩემს თავს მათი სიყვარული ვაჩუქე. სამი დანგრეული ოჯახი, ოთხი შვილის დედობად ღირდა და საერთოდ არ არის საჭირო ქმარი, რომ ქალი იყოს გახარებული და ბედნიერი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g