LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრებას და მსოფლიო ჩემპიონატს 2025 უმასპინძლა

261
USMAC georgia

საქართველომ 6-7 დეკემბერს UCMAS-ის მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრებას და მსოფლიო თასს 2025 უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში SEU,გაიმართა.

UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსი და მსოფლიო თასი 2025 – წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება იყო კავკასიის რეგიონში. მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრმა გააერთიანა 84 ქვეყნის 1,500 მოსწავლე და 4,000-ზე მეტ სტუმარი – მათ შორის, პედაგოგები და განათლების მიმართულებით ოფიციალური პირები მთელი მსოფლიოდან.

„საქართველოდან ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ჩვენმა საამაყო მოსწავლემ ლაშა-გიორგი ბრეგვაძემ ხოლო პირველ ადგილსონები გახლავთ შარბელ მარუნ ნეჰმე, ანი ავეტისოვა, ზურა ფალქოსაძე და რატი სამადაშვილი. 25 მოსწავლემ დაიკავა მეორე ადგილი ხოლო მესამე ადგილი და ასევე გვყავს მესამდე ადგილის მფლობელები, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან.

UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრი და მსოფლიო თასი 2025 არის არა მხოლოდ კონკურსი, არამედ კოგნიტიური ბრწყინვალების, საერთაშორისო ერთობისა და ახალგაზრდების უსაზღვრო შესაძლებლობების ზეიმი გახლდათ.

კონკურსს ორგანიზებას უწევდა UCMAS საქართველო ქალბატონი საჰარ ჰარბის ხელმძღვანელობით, რომელიც გახლავთ UCMAS საქართველოს ფრენჩაიზის მფლობელი საქართველოში. აღნიშნული ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.

UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრი და მსოფლიო თასი 2025

კონკურსის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა ვიზუალური შეჯიბრი, სადაც მოსწავლეებს მხოლოდ 8 წუთში უწევდათ 200 არითმეტიკული ამოცანის ამოხსნა. ეს ამოცანები მოიცავდა მრავალნიშნა რთულ გამოთვლებს, რაც მოითხოვს უკიდურეს კონცენტრაციას, სიზუსტესა და სწრაფ მენტალურ დამუშავებას. შეჯიბრში კალკულატორი ან ნებისმიერი ციფრული საშუალება არ გამოიყენებოდა — მოსწავლეები ეყრდნობდნენ მხოლოდ მენტალურ აბაკუს (გამოთვლების სპეციალური ხელსაწყო) და მათ ინტენსიურად განვითარებულ კოგნიტურ უნარებს.

შეჯიბრი შედგებოდა რამდენიმე კატეგორიისგან:

ფლეშ ბარათების კატეგორია – ამოცანები ეკრანზე ჩნდებოდა უკიდურესად მაღალი სიჩქარით, რაც მონაწილეების მყისიერ დამუშავებასა და რეფლექსურ მეხსიერებას ამოწმებდა.
მსოფლიო თასის კატეგორია – სპეციალური, მაღალინტელექტუალური აბაკუსის ტური, რომელიც მხოლოდ საუკეთესო საერთაშორისო მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი.
ამ კატეგორიების ერთობლიობა ეყრდნობა არა მხოლოდ მათემატიკურ ცოდნას, არამედ UCMAS-ის სიღრმისეულ ნეიროკოგნიტურ მეთოდოლოგიას – ვიზუალიზაციას, მეხსიერებას, მრავალფუნქციურ დამუშავებასა და ჰიპერკონცენტრაციას.

კონკურსი მოიცავდა UCMAS-ის 11 დონეს, რაც დიდ დიაპაზონში ანაწილებდა მონაწილეთა შესაძლებლობებსა და უნარებს. მოსწავლეთა ასაკი გახლდათ 5-დან 20 წლამდე, ხოლო კონკურენცია მიმდინარეობდა არა ასაკის, არამედ UCMAS-ის დონის მიხედვით, რაც უზრუნველყოფდა სამართლიან და ზუსტ შეფასებას. ღონისძიებამ გააერთიანა მონაწილეები აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აფრიკის და ამერიკის ქვეყნებიდან, რის შედეგადაც საქართველო გახდა ახალგაზრდა ინტელექტუალების მსოფლიო ცენტრი.

ყველა საგამოცდო მასალა მომზადდა UCMAS-ის საერთაშორისო სათავო ოფისის მიერ, რაც უზრუნველყოფდა გლობალურ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.
ჯილდოები მოიცავდა:

გრანდ ჩემპიონი – თითოეულ კატეგორიაში უმაღლესი ქულის მქონე მონაწილე
ჩემპიონი
პირველ ადგილოსანი
მეორე ადგილოსანი
• სხვა მაღალქულიანი მონაწილეები განისაზღვრებიან როგორც მესამე ადგილზე გასულები

UCMAS საქართველო კიდევ ერთხელ მადლობას უხდის თითიოეულ მოსწავლეს თავდაუზოგავი შრომისთვის და მონდომებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g