ირმა სოხაძეს ახლახან 70 წელი შეუსრულდა. ის ასაკის შესახებ ჟურნალ „თბილისელების“ (15 დეკემბრის ნომერი) კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ასაკის დამალვა არც უფიქრია:
„მეუბნებიან, დამალე ასაკი, მაინც არ გეტყობაო და რატომ უნდა დავმალო? რომ მეტყობოდეს, მაშინ დავმალავდი (იცინის). რადგან მოსწონთ და პირიქით, ჩემი ასაკი აღტაცებას იწვევს, სიამოვნებით ვამბობ, კი არ ვმალავ, პირიქით, აზარტში ვარ შესული, რომ მხნედ გამოვიყურები და სახეზე არაფრის კორექციას არ მაქვს გაკეთებული…
მართლა ასეა. ბოტოქსი, ფილერი, ასეთი რამეები არ გამიკეთებია. ხანდახან სახის მასაჟი და კანის დატენიანება, კი ბატონო. ასაკს თავისი პლუსებიც ჰქონია და მაგალითად, ახლა სახის წმენდა იმაზე იშვიათად მჭირდება, ვიდრე ადრე. არანაირი ინვაზიური ჩარევისა და კორექციისთვის არ მიმიმართავს…“
