ახალი წელი ყოველთვის დასაწყისის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ დეველოპერული კომპანია „ტრიო ჯგუფი“ ახალ წელეს განსაკუთრებული შეთავაზებით ხვდება და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, 2026 წელი ახალი ბინის შეძენით დაიწყონ.
საახალწლო კამპანიის ფარგლებში, „ლისი ტრიო“ მომხმარებლებს სთავაზობს უპრეცედენტო პირობებს: 0% წინასწარი შენატანი და ფასდაკლება -10%-მდე.
„ლისი ტრიო“ „ტრიო ჯგუფის“ სამარკო პროექტია, რომელიც შექმნილია თანამედროვე ცხოვრების ყველა საჭიროებაზე მორგებით. კომპლექსის საერთო ფართობი 60 000 კვ.მ-ს შეადგენს და აერთიანებს მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის: საცურაო აუზს, სავარჯიშო დარბაზს, სპა ცენტრს, სამუშაო სივრცეს, საბავშვო ზონას, პადელის მოედანს, ლობს, პარკინგს, ველობილიკს, კვებისა და სხვა კომერციულ ობიექტებს.
კომპლექსი ლისის ტბიდან სამი წუთის სავალზე მდებარეობს და გამოირჩევა ინოვაციური დაგეგმარებითა და ჰარმონიული საცხოვრებელი გარემოთი, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს მომავალი მობინადრეებისთვის.

„ლისი ტრიოს“ პარალელურად, „ტრიო ჯგუფი“ ახორციელებს კიდევ ორ, პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტის მშენებლობას – ტრიო დიღომი ბელიაშვილზე და Trio Infinity, რომელიც ასევე ლისის ტბის მიმდებარედ შენდება და გამოირჩევა შთამბეჭდავი ხედებით დედაქალაქზე.
სამივე პროექტს აერთიანებს დახვეწილი არქიტექტურა, საერთაშორისო სტანდარტის ენერგოეფექტური მასალები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ცხოვრების მაღალი ხარისხი. „ტრიო ჯგუფი“ აგრძელებს სანდო დეველოპერის სტატუსის გამყარებას და მომხმარებლებს სთავაზობს სივრცეებს, სადაც კომფორტი, ხარისხი და გრძელვადიანი ღირებულება ერთიანდება.
შეხვდი ახალ წელს ახალი ბინის გასაღებით – დაიწყე 2026 წელი განსაკუთრებული გადაწყვეტილებით.
(R)
