LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს… ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“

128
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის 17 დეკემბრის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც შალვა პაპუაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს, „თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს“.

„დისკუსიის ნაცვლად – ზიზღი, ფაქტების ნაცვლად – ტყუილი, პასუხისმგებლობის ნაცვლად – ცივილიზაციურად აღმატებულის პოზა.

ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა“ – რასა იუნკევიჩიენე

თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს….

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025

ევროკავშირის საბჭო: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g