ასეთი განცხადება The Supercar Blog-მა ინსაიდერებზე დაყრდნობით გაავრცელა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, საბაზრო ჰიბრიდის წონა 1350 კგ-ს არ გადააჭარბებს, სიძლიერე კი დაგეგმილზე ცოტა მეტი – 1054 ცხენის ძალა იქნება. კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ სუპერჰიბრიდის დინამიკური მახასიათებლები მაქსიმალურად იქნება განვითარებული და მოდელი 300 კმ/სთ-ით მოძრაობას სულ რაღაც 11 წამში შეძლებს. სწორედ ამიტომ, სიახლეს ნიურბურგრინგზე აბსოლიტური რეკორდის დასამყარებლად გამოიყენებენ. ამ მსვლელობისთვის საჭირო მომზადება უკვე დაწყებულია და ავტომოყვარულებსაც ძალიან დიდი მოლოდინები აქვთ.