გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალები“ სტუმარი საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე, ფოლკლორული ანსამბლი „ანანური” იყო. „არ დაიდარდოს“ სტუდიას ანსამბლის წევრები: როლანდ ვაჩეიშვილი, მამა და შვილი, ორივე-ზურა მირზიაშვილი და მაიკო მირზიაშვილი სტუმრობდნენ. მსმენელს საშუალება ჰქონდა ”ანანურის” შესრულებით რამდენიმე ქართული სიმღერა ცოცხლად მოესმინა. გადაცემის მიწურულს კი ანსამბლის ახალი, სტუდიური ნამუშევრის „ქალმა დამწყევლა ლამაზმა“ პრემიერა შედგა.
ანსამბლ „ანანურის“ ფესვები საიდან მოდის, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?
მადლობა მინდა ვუთხრა იმ ბიჭებს, რომლებმაც შექმნეს ეს ანსამბლი, 1995 წელს, ესენი იყვნენ ზვიად მანგოშვილი, ზაზა გორიშვილი, მე თავიდან არ ვიყავი მათ რიგებში, შემდეგ მომიწვიეს. დღეისათვის ანსამბლში ერთად არ ვართ, მაგრამ ჩვენი მეგობრობა გრძელდება.
დღეისათვის ჩვენს ანსამბლში აქ წარმოდგენილი ადამიანების გარდა, ასევე არიან : დავით მაღლაკელიძე, ნუგზარ წერეთელი, აჩი პაპუკაშვილი, თემურ გრძელიძე.
ზურა, რამდენი ხანია უკვე მამას ანსამბლში ხარ?
ზურა (შვილი):
16 წლიდან მოვედი ანსამბლში, თავიდან ვსწავლობდი, 18 წლიდან კი უკვე სცენაზე დავდექი, 10 წელია ამ ანსამბლის წევრი ვარ.
როლანდ, მეგობრობიდან თანამშრომლობამდე, როგორ მოხდა თქვენი შედუღაბება?
როლანდი:
მადლობა მოწვევისთვის, ასევე მადლობა ქართველ მსმენელს, რომელიც სწორად აღიქვამს ქართულ სიმღერას. მე და ზურა თითქმის ერთდოულად მოვედით ანსამბლში, ძალიან მიხარია, რომ ერთად ვართ, ვცდილობთ ახალი რაღაცეები ვისწავლოთ, შევქმნათ.
მაიკო, მოგვიყევი როგორ მოხვდი ანსამბლში?
მაიკო:
ოფიციალურად წელს მოვხვდი ანსამბლში, თორემ ისე მთელი ბავშვობა ოჯახიდან გამომდინარე ძალიან ახლოს ვარ ფოლკლორულ მუსიკასთან. აპრილში ვიყავით ერთი თვით გერმანიაში და ბელგიაში და სწორედ ამ გასტროლის ფარგლებში ჩავჯექი ანსამბლის პროგრამაში.
როგორ მიიღო ქართული ფოლკლორი მსმენელმა გერმანიასა და ბელგიაში ?
მაიკო:
ისეთი მსმენელი მოდიოდა, ვისაც მართლა აინტერესებდა ფოლკლორი, ძალიან ყურადრებით გვისმენდნენ, ზოგ შემთხვევაში აპლოდისმენტიც არ იყო და ჩვენ ძალიან გვიკვირდა, ძირითადად ჩუმდებოდნენ, შესულები იყვნენ მუსიკაში. რამდენჯერმე ცრემლიც შევნიშნეთ. ემოციებს დიდად არ გამოხატავდნენ. 18 კონცერტი გვქონდა და ყველამ ძალიან მაგრამ ჩაიარა.
სექტემბრის გასტოლზე მოგვიყევით, როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა?
ზურა (შვილი):
სექტემბერში გერმანიაში ვიყავით ფესტივალზე წასულები, ერთ საათიანი პროგრამა გვქონდა, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ ორკესტრთან ერთად საქართველოს ჰიმნი უნდა გვემღერა, შევასრულეთ და ძალიან კარგი გამოვიდა. ასევე უნდა შეგვესრულებინა სიმღერა ”თბილისო”, მაგრამ გერმანულ მხარეს, ორკესტრს, შეეშალა და „თბილისოს” ნაცვლად მოამზადეს ” ჩემი საქართველო აქ არის”. ანსამბლმა ხმებში ეს სიმღერა ვერ შევასრულეთ რათქმაუნდა და დავდექი და მე ვიმღერე მარტომ ეს სიმრღერა ორკესტრთან ერთად.
სიმღერა, რომელიც საზღვრებს გარეთ ჩაწერეთ, მოგვიყევით ეს ისტორია…
ზურა (მამა):
თავიდან ვერ ჩამოვუყალიბდით რომელი სიმღერა ჩაგვეწერა, ბოლოს ამოვარჩიეთ, ჩავწერეთ ფანდურები, სიმღერა, დუდუკზე გვქონდა პრობლემა, ქართულ ჰანგში ვერ ჩავსვით, სწორედ ამ სიმღერას შემოგთავაზებთ დღეს . ”ქალმა დამწყევლა ლამაზმა” ქვია სიმღერას, მაგრამ ტექსტი ასე გრძელდება – „მხურვალე ლალის ბაგეთი”, ლოცვაა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მცირედით მოგვიწია არანჟირების შეცვლა, გერმანიაში ჩაწერილი დუდუკის მონაკვეთი ჩავწერეთ თავიდან, ქარულ ჰანგს მოვარგეთ, ზაზა გოჩიტაშვილი დაგვეხმარა რისთვისაც დიდი მადლობა მას.
დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ…
ანანური – ქალმა დამწყევლა ლამაზმა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ანს. ანანური – ჰარალალი. Live
ანს. ანანური – ტაშფანდურა. Live
ანანური – ანანურიდან მოგდევ ნისლივით. Live
ანს. ანანური. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები