რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „არის 2026“ მიშა ზაქარიაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „სატივე“ პრემიერა შედგა.

მიშა, როგორი იყო თქვენთვის 2025 წელი?
ძალიან პროდუქტიული წელი იყო, რადგან ბევრი რამ გავაკეთე და ძალიან მიხარია.

რაიმე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ?
მაქვს, ზუსტად 12 საათზე ვჯდები და ვუკრავ, მებედება კიდეც.

ვისაუბროთ საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელსაც გეგმავთ.
ივლისში 60 წლის ვხდები და ალბათ, ივლისის მერე დავგეგმავ ღონისძიებას. გრანდიოზულ ღონისძიებას ვაპირებ.

მოგვიყევით ახალ სიმღერაზე „სატივე“.
მინდა, რომ ჩემს უბანს მივუძღვნა ეს ნამუშევარი. უძველესი სიმღერაა. „ორერას“ ბიჭებმა მითხრეს, ჩვენ ვმღეროდითო, ვკითხე, ვისი სიმღერა და ლექსი არის მეთქი, რადგან მაინტერესებს, მაგრამ არავინ არ იცის. ხვიჩა ხარაიშვილი მომეხმარა ჩაწერაში. ზურნაზე უკრავს ვასო ხაჩიძე, ბექები მალხაზ მორგოშიასი და ნუკრი კიკუტაძესია. მიყვარს ეს სიმღერა, რადგან მოგონებებთან არის დაკავშირებული, მამაჩემი მახსენდება, ჩემი ძველი უბანი…
მიშა ზაქარიაშვილი – სატივე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მიშა ზაქარიაშვილი – ჩვენი ბედი. Live
მიშა ზაქარიაშვილი. “არის 2026” წინასაახალწლო გადაცემა