LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Leroy Musigny Grand Cru მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ღვინოა – ერთი ბოთლის საშუალო ფასი 52 823 აშშ დოლარია

123
ძვირად ღირებული ღვინო

ხელმისაწვდომობა დღეს განსაკუთრებულად აქტუალური საკითხია, ვინაიდან სამომხმარებლო საქონლის ფასები თითქმის ყველა კატეგორიაში მხოლოდ ზრდას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ხარისხის ღვინო ყველა საფასო სეგმენტში მოიპოვება, ბაზარზე უხვადაა წარმოდგენილი ისეთი პროდუქციაც, რომლის საცალო ღირებულება შთამბეჭდავად მაღალია, განსაკუთრებით პრემიუმ კლასის მიმართულებით.

Wine-Searcher-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მსოფლიოს ათი ყველაზე ძვირად ღირებული ღვინიდან ცხრა ბურგუნდიულია.

რეიტინგის სათავეში მოხვდა Domaine Leroy-ის მიერ წარმოებული Leroy Musigny Grand Cru, რომლის ერთი ბოთლის საშუალო ღირებულება 52 823 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს ღვინო იწურება ბურგუნდიის კოტ-დე-ნუის რეგიონში მხოლოდ 0.27 ჰექტარზე გაშენებული ვენახიდან მოწეული ყურძნით.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ღვინოების ათეულში ასევე მოხვდნენ:

1. Leroy Musigny Grand Cru – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულებაა 52 823 აშშ დოლარი

2. Domaine d’Auvenay Bâtard-Montrachet Grand Cru – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულებაა 25 665 აშშ დოლარი

3. Domaine de la Romanée-Conti Romanée-Conti Grand Cru – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულებაა 22 202 აშშ დოლარი

4. Domaine d’Auvenay Chevalier-Montrachet Grand Cru – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულებაა 22 830 აშშ დოლარი

5. Domaine d’Auvenay Criots-Bâtard-Montrachet Grand Cru – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულებაა 21 736 აშშ დოლარი

6. Domaine Georges & Christophe Roumier Musigny Grand Cru – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულებაა 18 507 აშშ დოლარი

7. Domaine Leflaive Montrachet Grand Cru – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულებაა 19 098 აშშ დოლარი

8. Leroy Chambertin Grand Cru – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულებაა 15 024 აშშ დოლარი

9. Egon Müller Scharzhofberger Riesling Trockenbeerenauslese – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულებაა 13 681 აშშ დოლარი

10. Domaine d’Auvenay Mazis-Chambertin Grand Cru – ერთი ბოთლის საშუალო ღირებულებაა 12 028 აშშ დოლარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g