წერეთლის გამზირზე ავარიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი პირი თამარ კვაჭაძეა.
არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.
არსებული ცნობითვე, გოგონა სახლში ტაქსით ბრუნდებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
შემზარავ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება მარკეტოლოგი იაკობ ჯანგველაძე.
“არც კი ვიცი, რა ვთქვა. დამუნჯებული ვარ.
ჩემი კურსელი იყო. უკარგესი გოგო. მართლა, უკარგესი და უჭკვიანესი.
როგორ, რანაირად, რისთვის, უბრალოდ გასაგიჟებელია.
ათასი კანონი მიიღეთ, ათასი რამ შეცვალეთ და რით ვერ მივედით იქამდე, რომ ასეთ ახალგაზრდებს არ ვკარგავდეთ? ეს ქვეყანა არ კარგავდეს? რით ვერ მივედით?
სამაგიეროდ, ყველას დავუბრუნდეთ ჩამორთმეული მართვის მოწმობა და “ყველა ბედნიერია”.
ტაქსის მძღოლს მოუვიდა ავარია, თვითონ საერთოდ არაფერ შუაში იყო, საჭესთანაც კი არ იჯდა. ასე სხვისი დაუდევრობით, ერთი ნათელი გოგო აღარ გვყავს.
ჯერ კიდევ დაუჯერებელია, რომ ამის წერა მიწევს.
ნათელში იყავი, თამარ“ – წერს იაკობი.
თბილისში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
