ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი და ქალი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ გვარაში, ავტობანის ასასვლელთან მოხდა.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.
დაშვებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ უტარდებათ პირველადი გადაუდებელი დახმარება. დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.
ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გადაკეტილია, ადგილზე პოლიციელები მომხდარზე გამოძიებას აწარმოებენ.
