LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ არის უბრალოდ ტრადიცია, ეს არის სიმბოლური მომენტი“ – ნუმეროლოგი გვირჩევს, როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე

748
2026-01-09_01-01-33_742012

როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე? – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს და რჩევებს გვიზიარებს:

„ჩემო კარგებო! ნაძვის ხე როდის ავიღოთო ბევრი მწერთ.. ამიტომ ეს პოსტი გადავწყვიტე გამომექვეყნებინა…

როგორც დავწერე სხვა სტატიაში, შობა ემთხვევა ასტრონომიულად სინათლის დაბადებას ბნელ პერიოდში, როცა ბუნება ყველაზე მოწყვლადია, ხოლო ნაძვის ხის აღება აქცენტს აკეთებს სიცოცხლის აღორძინებაზე, ენერგეტიკულ დაცვასა და შინაგან სულიერ ჰარმონიაზე.

ნაძვის ხე ასახავს წარმოშობის, დაბადების, სიწმინდისა და სულიერი აღორძინების პროცესს. ნათლისღება, ეს არის საშობაო ენერგეტიკული ციკლის დასასრული, წმინდა სინათლის მიღება.

რატომ ჯობს ნაძვის ხე ავიღოთ 18 იანვარს — ნათლისღებამდე?

ნაძვის ხე მხოლოდ დეკორაცია არ არის. ის სინათლის, სულიერი ჰარმონიის და ოჯახის ენერგეტიკული ველის მატარებელია. მისი აღება სწორ დროს — არა შემთხვევითობა, არამედ ენერგეტიკული, ფსიქო-სულიერი და რელიგიური წესია.

ენერგეტიკული მიზეზი არის ეს: 18 იანვარი წარმოადგენს ბნელიდან სინათლეზე გადმოსვლის ენერგეტიკულ ზღვარს. ამ პერიოდში ბუნება თავის მაქსიმალურ სიმყუდროვეს აღწევს, ხოლო სახლში ნაძვის ხის აღება ხდება როგორც ენერგეტიკული წყარო, რომელიც ავსებს სივრცეს პოზიტიური ვიბრაციებით და დაცვით ენერგიით. მისი 18-მდე ანუ, ადრინდელი აღება ხარჯავს ამ ბუნებრივ ენერგიას, რაც ქმნის დაძაბულობასა და ემოციურ არასტაბილურობას.

ნაძვის ხის აღება 18 იანვარს, ნათლისღებამდე წარმოადგენს ემოციური მადლიერების და შინაგანი სიხარულის რიტუალს. თუ ნაძვის ხე ადრე ავიღეთ, ენერგეტიკული მომენტი დაიკარგება — ციკლი არ სრულდება, შინაგანი ჰარმონია და სულიერი სიგნალები არ აქტიურდება სრულად. 18 იანვარი — იდეალური დროა შინაგანი სიჩუმისა და ოჯახური სითბოს ენერგეტიკის სრულად ამაღლებისთვის. ნათლისღება (19 იანვარი) არის საშობაო ციკლის დასასრული, წმინდა სინათლის მიღების დღე. ნაძვის ხის აღება 18 იანვარს — როგორც წინაღობის მომენტამდე სიმბოლური რიტუალი — გაძლიერებს შინაგან რიტმს: ადამიანი იღებს სიმბოლურ „ნათლის ნიშანს” ჯერ კიდევ ციკლის დასრულებამდე, აძლიერებს მადლიერების და სულიერი სისუფთავის განცდას.

ნაძვის ხე აღების მომენტში ემოციას და ენერგეტიკას მართავს: კონუსური ფორმა ასტიმულირებს ვერტიკალურ ენერგეტიკულ ნაკადს, მწვანე ფერი ააქტიურებს მშვიდობას, ხოლო განათება იწოვს სინათლის ენერგიას და ავსებს სივრცეს. ეს ყველაფერი სრულად ეფექტურია მხოლოდ ნათლისღების წინასწარ, სწორი დროს აღებისას. (და განწყობა მეგობრებო! ნაძვის ხე უნდა დაგედგათ დადებითი და მხიარული განწყობით და ასევე, სიყვარულით და სიტკბოთი უნდა დაშალოთ!!) მოკლედ, ვაჯამებ! ნაძვის ხის აღება 18 იანვარს, არის ენერგეტიკული, სულიერი და რიტუალური ჭეშმარიტება. ეს არ არის უბრალოდ ტრადიცია — ეს არის სიმბოლური მომენტი, როდესაც ჩვენ ვემზადებით სინათლის მიღებისთვის, ვავსებთ სახლსა და გულს სითბოთი, ჰარმონიით და შინაგანი სიმშვიდით“, – წერს ქეთევან ჯანდიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g