ქუენტინ ტარანტინო თავის რჩეულზე, 35 წლის მოდელსა და მუსიკოსზე დენიელა პიკზე დაქორწინდა. 55 წლის კინორეჟისორისა და 35 წლის მოდელის საქორწილო ცერემონიალი ლოს-ანჯელესში, ვიწრო წრეში გაიმართა. ხელის მოწერის შემდეგ წყვილმა მეგობრებთან ერთად, ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ რესტორანში გადაინაცვლა. დენიელა თეთრ სადა კაბაში იყო გამოწყობილი და ხელში თაიგული ეჭირა.
ტარანტინომ და პიკმა ერთმანეთი 2009 წელს ისრაელში გაიცნეს, გასულ წელს კი, დაინიშნენ. ეს ტარანტინოსთვის პირველი ქორწინებაა.