LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედს ვიხრი გრიგოლ ვაშაძის წარმოუდგენელი გამბედაობის წინაშე – მიხეილ სააკაშვილი

saakashvili23

ფილარმონიაში შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ვიდეოზარის საშუალებით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და მადლობა გადაუხადა. მან მადლობა გადაუხადა გრიგოლ ვაშაძესაც და მას სახალხო პრეზიდენტი უწოდა.

„მივესალმები ყველა ჩვენ აქტივისტს, ყველა ადამიანს, ვინც უბნებზე დადიოდა, დაშინებას არ შეუშინდა, უკანასკნელი ფული გამოიტანა სახლიდან, რომ დახმარებოდა ოპოზიციას, დაკარგა სამსახური, პერსპექტივა და მაინც დადგა საქართველოს მხარეს, ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლაში დადგა სიკეთის მხარეს. ქედს ვიხრით თითოეული მათგანის წინაშეც, ჩვენ გვაქვს საუკუნოვანი ვალი.

რა თქმა უნდა, ქედს ვიხრი გრიგოლ ვაშაძის წარმოუდგენელი გამბედაობის წინაშე. საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი ძალიან მაგარი ლიდერი და ნამდვილად სახალხო პრეზიდენტი. ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია გრიგოლ ვაშაძე და ვერავინ სხვა რამეში ვერ დამარწმუნებს. მივესალმები ხალხის პრეზიდენტს გრიგოლ ვაშაძეს, გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან სრულიად სხვადასხვა ხალხმა ნახა თავის თავში ძალა, დამდგარიყო საქართველოს მხარეს. ჩვენ როგორც არასდროს, უნდა შევინარჩუნოთ ეს, რადგან თქვენი ძალა ერთობაშია, ერთობით გავიმარჯვებთ.

მინდა, ორი რაღაცისკენ მოგიწოდოთ, დღეს ივანიშვილი ცდილობს, რომ ჩვენ დავადანაშაულოთ ჩვენი ხალხი და მე უკვე დავინახე ეს ზოგიერთ გამონათქვამებში, ხალხი გაიყიდა კარტოფილზე, ხალხი გაიყიდა ხალხზე, ხალხმა აიღო ფული. რა შუაშია ხალხი? ხალხმა ხმა მოგვცა ჩვენ. რეალურად გააყალბეს და არ ვადანაშაულებთ ჩვენს ხალხს, რადგან ივანიშვილს ზუსტად ეგ უნდა, ქართველი ხალხი დაადანაშაულოს, ხალხი რომელიც მშიერია, გაუბედურებულია, გაღატაკებულია, იგი მსხვერპლია მხოლოდ და არა დამნაშავე.

ახლა არის მცდელობა, რომ დავიწყოთ ძებნა ჩვენს რიგებში დამნაშავეების, ერთმანეთს გადავაბრალოთ, სხვებმა თქვეს არა ამის ბრალია, იმის ბრალია, სხვანაირად უნდა გვექნა – ეს ივანიშვილის თამაშია. ნურავინ შეყვებით ივანიშვილის თამაშში. არის მხოლოდ ერთი დამნაშავე, არის არა გია ვაშაძე, არა მიხეილ სააკაშვილი, არა გაერთიანებული ოპოზიციის რომელიმე წევრი, არა ჩვენი რომელიმე არასწორად შერჩეული  ტაქტიქა. ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი სწორად გავაკეთეთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g