ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური პროექტის „მიმღერეს“ მეექვსე სეზონის მერვე ეპიზოდში, პროექტის მონაწილე მომღერლები მაყურებლის წინაშე მეგობრებთან ერთად წარდგნენ.
ტურში, სახელწოდებით – „დაიმატე მეგობარი“, ნესტან ბარათაშვილმა ბესიკ კალანდაძესთან ერთად ვაჟა დურგლიშვილის ცნობილი სიმღერა „ენძელა“ შეასრულეს.
„ჩვენი მშვენიერი ნესტანი“, „ბრავო!“, „ძალიან კარგი შესრულება“, „უკვდავი ჰიტი და ულამაზესი შესრულება“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
