LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ოჯახის თერაპევტს ხშირად ვსტუმრობთ, 33-წლიანი ურთიერთობა მუდმივ მუშაობასა და ძალისხმევას მოითხოვს“ – მიშელ ობამას გულახდილი ინტერვიუ

191
page

აშშ-ს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ გულახდილად ისაუბრა ბარაკ ობამასთან ქორწინებაზე და აღიარა, რომ მათი 33-წლიანი ურთიერთობა მუდმივ მუშაობასა და ძალისხმევას მოითხოვს. მან განაცხადა, რომ ისინი ოჯახის ფსიქოთერაპევტის კაბინეტს ხშირად სტუმრობენ. ალექს კუპერის პოდკასტში Call Her Daddy 62 წლის მიშელმა განაცხადა, რომ თერაპია მათთვის დიდი მხარდაჭერაა.

„ჩვენ ოჯახის თერაპევტს ხშირად ვსტუმრობთ. მჯერა იმ პროცესის, როცა ობიექტური ადამიანები გეხმარებიან რთული საკითხების გააზრებაში, ეს კარგია. ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ თერაპიის, რადგან ჩვენ მუდმივად ვიზრდებით და ვვითარდებით“.

მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ქორწინების ადრეულ ეტაპზე გააცნობიერა, რომ მეუღლეები ერთმანეთის შეცვლას ვერ შეძლებენ.

„ვსწავლობდი იმას, რომ მასზე კონტროლი არ მაქვს, ზუსტად ისე, როგორც მას არ აქვს კონტროლი ჩემზე. მაშინ საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე და მასაც თავისი საქმის კეთების უფლება მივეცი. დაიწყეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. იგრძენით შინაგანი სიმტკიცე. იმუშავეთ თვითშეფასებაზე. განავითარეთ ურთიერთობები და მეგობრობა“ – ურჩია მან საზოგადოებას.

ცნობისთვის, ბარაკ და მიშელ ობამებმა 1992 წელს იქორწინეს. მათ ორი ქალიშვილი, 27 წლის მალია და 24 წლის საშა ჰყავთ.

გასულ წელს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს წყვილი დაშორების ზღვარზე იყო, თუმცა როგორც ჩანს, ისინი პრობლემებს არ ეპუებიან და ყველაფერს აკეთებენ მათ აღმოსაფხვრელად.

მეუღლესთან დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ, მიშელ ობამა ახალი იმიჯით გამოჩნდა

მსოფლიო მედია ბარაკ და მიშელ ობამების განშორების ამბავმა მოიცვა – აშშ-ს ყოფილი პირველი ლედის ვრცელი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები