ციფრული ფსიქოლოგი თაკო მელიქიშვილი 26.01.26-ის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით, 26 იანვარი სარკისებური დღეა, რომელიც განსაკუთრებულ ენერგის ატარებს. ციფრული ფსიქოლოგი ადამიანებს მოუწოდებს, ეს თარიღი ყურადღების მიღმა არ დატოვონ.
მისი განმარტებით, ფინანსური მიზნების გასააქტიურებლად შესაძლებელია მარტივი რიტუალის შესრულება.
„უნდა ავიღოთ ორი დაფნის ფოთოლი – ერთზე დავწეროთ „26-26“, მეორეზე კი სასურველი თანხა. ფოთლებს უნდა მოვაყაროთ ცოტაოდენი შაქარი და ერთი ღამით ფანჯრის რაფაზე დავტოვოთ, მით უფრო, რომ ამ დღეს მზარდი მთვარეა“.
ციფრული ფსიქოლოგის თქმით, 27 იანვარს ორივე დაფნის ფოთოლი უნდა დავწვათ და წარმოვთქვათ შემდეგი ფრაზა: „მაგნიტივით ვიზიდავ ფულს, ფული მარტივად და თავისუფლად მოდის ჩემთან“.
