LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას დაუჭირეს მხარი

127
reseaux-sociaux-2224260

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალური ქსელების გამოყენებას უკრძალავს. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვასა და ონლაინ პლატფორმების გავლენის შემცირებას.

კენჭისყრის შედეგად კანონპროექტს მხარი 130-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 21 პარლამენტარი გამოვიდა. დოკუმენტის მიღებას ეწინააღმდეგებიან მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ და „მწვანეთა პარტია“, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აკრძალვა შესაძლოა სიტყვის თავისუფლებასა და ახალგაზრდების ციფრულ განათლებაზე უარყოფითად აისახოს.

კანონპროექტის მიხედვით, სოციალური ქსელების ოპერატორებს დაეკისრებათ ვალდებულება, ეფექტურად გადაამოწმონ მომხმარებელთა ასაკი და შეზღუდონ არასრულწლოვნებს წვდომა. წესების დარღვევის შემთხვევაში პლატფორმებს ფინანსური სანქციები დაემუქრებათ.

ახლა დოკუმენტი განსახილველად პარლამენტის ზედა პალატას – სენატს გადაეგზავნება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კანონმდებლებს მოუწოდა, პროცესი დააჩქარონ, რათა ახალი რეგულაციები უკვე მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები უკვე განიხილება ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც, სადაც სულ უფრო აქტიურად საუბრობენ სოციალური ქსელების გავლენაზე მოზარდების ფსიქიკაზე, სწავლაზე და სოციალურ ქცევაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები