ლეგენდარული რეპერის, სნუპ დოგის 11 თვის შვილიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. მუსიკოსის ქალიშვილმა, ქორი ბროდუსმა, ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ქორი ბროდუსის ქალიშვილი, კოდი დრეო, სამი თვით ადრე დაიბადა. ბავშვმა რამდენიმე თვე ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა, თუმცა, ის საავადმყოფოდან გაწერეს. სამწუხაროდ მისი მდგომარეობა მალევე გართულდა და ის გარდაცვალა.
შაბათს ქორიმ შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შვილს ხელში უჭირავს, და დაწერა:
„ორშაბათს ჩემი ცხოვრების სიყვარული დავკარგე. ჩემი კოდი“.
სნუპ დოგის ეფექტური შოუ შობის ღამეს ლეინი უილსონის, ანდრეა ბოჩელისა და Hunter/x-ის მონაწილეობით
