LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტს ჩაეძინა და დანიშნულების ადგილს ლამის 50 კმ-ით გაცდა

air

შემთხვევა ტურისტული ავიაკომპანიის Vortex Air-ს ბორტზე მოხდა. ხომალდის მეთაურს ისე ღრმად ეძინა, რომ დანიშნულების ადგილს ლამის 50 კმ-ით გაცდა.

ლაინერი დევონპორტიდან ავსტრალიის მეზობელ კუნძულ კინგზე უნდა გაფრენილიყო, თუმცა ტურისტები კუნძულს საკმაოდ დიდი მანძილით გასცდნენ. თვითმფრინავი მოშორებით მდებარე აეროპორტში სრულიად უსაფრთხოდ დაჯდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა. თუმცა, ავსტრალიის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება მაინც დაიწყო და თუ რა ბედი ეწევა ძილისგუდა პილოტს – 2019 წლის დასაწყისში გაირკვევა. საქმე ისაა, რომ ადგილობირივი კანონმდებლობით თვითმფრინავის მართვისას ძილი სერიოზულ დანაშაულად ითვლება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g