ლეონარდო დიკაპრიომ შაბათ საღამოს, სან-ფრანცისკოში გამართულ Super Bowl-ის პრე-ფართიზე ფანტასტიკური დრო გაატარა. 51 წლის ოსკაროსან მსახიობს თან საუკეთესო მეგობარი და კოლეგა, ტობი მაგუაირი ახლდა.
ლეო შავი ქუდითა და ჰუდით იყო წარმოდგენილი და ჰიპ-ჰოპის ფონზე, ენერგიულად ცეკვავდა.
აღსანიშნავია, რომ მას საცოლე, ვიტორია ჩერეტი თან არ ახლდა. მოდელმა საკუთარი ქვეყანა, იტალია ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარმოადგინა და ამ დროს აშშ-ში არ იმყოფებოდა.
