LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ფასების შესწავლას ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც – ჩვენი შეფასებით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა“

115
ირაკლი კობახიძე

„როგორც მოგეხსენებათ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სურსათი, მედიკამენტები და საწვავი. ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც“, – ამის შესახებს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, ვინაიდან პესტიციდების ფასი და ხელმისაწვდომობა პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის წარმოების თვითღირებულებაზე, ფერმერთა კონკურენტუნარიანობასა და სასურსათო პროდუქტების ფასებზე.

„როგორც მოგეხსენებათ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სურსათი, მედიკამენტები და საწვავი. ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც. ჩვენი შეფასებით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა. ორივე მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებთან, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე უახლოეს მომავალში შექმნის სამართლიან სისტემას. ესაა ჩვენი მიზანი და ამოცანა, რომელიც პესტიციდებზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებს უზრუნველყოფს. მადლობა მინდა, გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უკვე გაწეული სამუშაოსთვის. ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები გვექნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g