ფონდი „იალქანის“ დამფუძნებელი, თიკო აბაშიძე გადაცემას „დიდი შესვენება“ სტუმრობდა, სადაც გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებული პირების მშობლების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„თუნდაც ავიღოთ, ბოლო დღეებში პროკურატურის მიერ გავრცელებული… [ვიდეო]. ყველა მოზარდი, რომელიც ამ საშინელ საქმეში იღებდა მონაწილეობას, მათ უკან ხომ დგას ოჯახები, მათ უკან დგას საგანმანათლებლო სისტემა, მათ უკან დგას საზოგადოება, სამეგობრო წრე. ის, სადაც ეს ბავშვები ტრიალებენ ყველა ინდიკატორი იყო გამორთული. საზოგადოება, სამეგობრო, ადამიანები, მხარდამჭერი რგოლი, რომელიც ბავშვს მხარს უნდა უჭერდეს მოზარდის ინტერესები უნდა იცოდეს, სად ატარებს ძალიან დიდ დროს.
მშობელი, რომელიც გაოგნებული იძახის: „მე ამ კადრში ჩემი შვილი ვერ ამოვიცანი“ – ეს არ არის გამამართლებელი საბუთი, რადგან 18 წლამდე პასუხისმგებლობა ჩვენს შვილებზე ჩვენ გვაკისრია და უნდა ვიცოდეთ, რას აკეთებენ.
რა თქმა უნდა, ნდობა მნიშვნელოვანია, უნდა ვენდობოდეთ, დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად პულსზე უნდა გვედოს ხელი“, – აცხადებს თიკო აბაშიძე.
