საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენცია დღეს იხსნება და 15 თებერვალს დასრულდება.
„კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
