გია სურამელაშვილმა დაბადების დღე დაგვიანებით „დღის პოსტში“ აღნიშნა. მას ტორტი მიართვეს და სანთლები ჩააქრობინეს.
მომღერალი დაბადების დღეს იანვრიდან მოყოლებული, ერთი თვის განმავლობაში აღნიშნავს ხოლმე.
„ვარსკვლავს რაც შეეხება, ხალხო, დამსახურებულად მიხსნიან, მაგრამ ჩემი სიზარმაცის გამო, ხან ამერიკაში ჩავრჩი, ხან – ამერიკაში, მიხსნიან სამი წელია, უბრალოდ, მე არ ვარ მზად. ნუ ბრაზდებით, რომ არ მიხსნიან“, აღნიშნავს მომღერალი.
მომღერალი ამბობს, რა შეგრძნებაა, როცა ერთი წელი ემატება: „იმდენად ლაღად ვცხოვრობ, ვხვდები ადამიანების სიყვარულს, რომელიც ჩემ გარშემოა, არ ვდარდობ, არ ვნერვიულობ, ბოტოქსებზე მე არ დავბრივარ, ასეთი გამაჩინა ჩემმა დედამ და მამა, ნათელში იყვნენ, ღმერთო, მადლობა. მიხარია, რომ არ ვიტყუები… ადამიანი ლამაზად მაშინ ხარ, როცა არავის ეპრანჭები. სულ საკუთარ თავთან უნდა გქონდეს კომუნიკაცია…“