LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან რთულია, მაგრამ ვტოვებ „ფორმულას“ – გურამ როგავა

321
გურამ როგავა

გურამ როგავამ „ფორმულა“ დატოვა.

ამის შესახებ მაყურებელს როგავამ „ფორმულას“ ეთერით აცნობა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

„ძალიან რთულია, მაგრამ ვტოვებ „ფორმულას“.

ეს არ იყო მხოლოდ სამსახური, სახლიც იყო.

მიზეზების გრძელი და მძიმე ჯაჭვია, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკის ნაცვლად, მადლობას ვიტყვი.

განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც 5 წლის წინ ამ გუნდის წევრად დამინახეთ, მადლობა თანადგომისთვის, ახალი იდეებისთვის და ამ იდეების წარმატებით განხორციელებისთვის, ექსტრემალური თავგადასავლებისთვის.

თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე ჯანსაღი და თავისუფალი გარემო იყო, სადაც ოდესმე მიმუშავია.

მადლობა ჩვენს მაყურებლებსა და გულშემატკივრებს, – თქვენი დამსახურებაა, რომ ძალიან მოკლე დროში ჯერ „მარტივი ფორმულა“ და შემდეგ „ხალხთან ერთად“ რეიტინგული გადაცემების სათავეში აღმოჩნდა.

მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამაში საკუთარი ენთუზიაზმი და ძალისხმევა ჩადო.

მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობდით და მომავალშიც უგულშემატკივრებთ „ფორმულას“!

მეც ვაგრძელებ „ფორმულას“ გულშემატკივრობას, მაგრამ ამჯერად მაყურებლის პოზიციიდან!

ბრძოლა გრძელდება!

კიდევ შევხვდებით და სადაც არ უნდა შევხვდეთ, ყველგან „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“! – წერს გურამ როგავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g