LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 თებერვალს, სისტემურ განახლებასთან დაკავშირებით, Wizz Air-ის ციფრულ პლატფორმებზე წვდომა დროებით შეიზღუდება

113
wizz-air-compressed

Wizz Air-ი, საიმედოობის, სტაბილურობისა და მომხმარებელთა საერთო გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, სისტემურ განახლებას გეგმავს, რის გამოც ავიაკომპანიის ციფრულ პლატფორმებზე წვდომა დროებით შეიზღუდება.

უფრო კონკრეტულად, 26 თებერვალს, საქართველოს დროით 02:00 საათიდან 11:00 საათამდე, მომხმარებლებს არ ექნებათ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა:

  • ახალი ფრენების დაჯავშნა
  • არსებული ჯავშნის ცვლილება
  • ონლაინ რეგისტრაცია (check-in)
  • Wizz Air-ის მობილური აპლიკაციის დაჯავშნის ფუნქციები
  • ვაუჩერების გამოყენება და ანგარიშთან დაკავშირებული სერვისები

აღსანიშნავია, რომ ყველა რეისი შესრულდება დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად, ხოლო მგზავრები, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია ან ჩამოტვირთეს ჩასხდომის ბარათი, შეფერხებას არ იგრძნობენ. შეფერხების პერიოდში აეროპორტში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება უფასოდ.

როგორც Wizz Air-ში აცხადებენ, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ყველა სერვისი სრულად აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g