LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კირცხალია: „სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა – მოვლენები ისე ვითარდება, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი“

113
ირაკლი კირცხალია

სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია – დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით,- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „პოსტვ“-სა და „იმედის“ დასანქცირებას.

როგორც კირცხალია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „ბრიტანეთის ხელისუფლება ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა“.

ტელეკომპანია „იმედი“ ბრიტანეთის მიერ არხის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანიის შეფასებით, „დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას“.

„დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტელეკომპანიების „იმედისა” და „პოსტივისთვის” სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც მის ე.წ. დასაბუთებასთან ერთად იმდენად აბსურდულია, რომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება აზრს მოკლებულია.

აშკარაა, რომ ე.წ. ფეიკის რა სტანდარტიც მოქმედებს BBC-ში, იგივე მოქმედებს ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც. სწორედ ამგვარი პროცესების შედეგია უკიდურესად დაბალი რეიტინგი, რომლითაც დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს. სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია – დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მაღალი ალბათობით, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი, რის გამოც განსაკუთრებულ შეშფოთებას და სინანულს გამოვხატავთ. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი თამამად აცხადებს, რომ მის სახელმწიფოს დღეს “დიფ სთეითი“, ანუ ის ძალა აკონტროლებს, რომლის მიერ მართული ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში ტელეკომპანია „იმედში” შეიჭრა. როგორც ჩანს, ბრიტანეთზე კონტროლის დამყარება “დიფ სთეითს” 2007 წელს უკვე დაწყებული ჰქონდა, რადგან ყველას გვახსოვს, რომ იმ დროს ბრიტანელ ხელისუფალს “იმედის” შესახებ არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს კი, ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც “დიფ სთეითის” ხელწერაა. ბრიტანელ ხალხს ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს. უმძიმესი ტენდენციების მიუხედავად, ვიტოვებთ იმედს, რომ ბრიტანეთი დაიბრუნებს ძველ დიდებას და იმ დროს, როდესაც უდიდესი ისტორიის მქონე ამ სახელმწიფოში ეროვნულ იდენტობას, ტრადიციებს, დემოკრატიულ ღირებულებებს და სიტყვის თავისუფლებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა“, – წერს ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.

ლევან მაჭავარიანი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა, გამოდის, ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ, რაც ფაშისტური მიდგომაა“

ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში“.

როგორც სანქციების განმარტებაში წერია, „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.

სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, სანქციებს ტრასტის სერვისებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g