ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი პოდკასტში „ჯანმრთელობის დღიურები“ ამბობს, რომ თანამედროვე მულტფილმების სწრაფი მოქმედება და ნათელი ფერები ბავშვის თავის ტვინს აჩქარებული იმპულსების შეჯახებას აიძულებს, რაც საკუთარი მოქმედების შეკავების უნარს ამცირებს.
„მულტფილმების ხარისხი ძალიან შეიცვალა. მულტფილმს თავისი შინაარსი ჰქონდა. რაღაცაზე დაფუძნებული იყო. ახლა როგორი მულტფილმებია, ძირითადად რაც გადის: მოქმედებები აჩქარებულია. ბავშვებს რატომ არ უყვართ ძველი მულტფილმების ყურება? იმიტომ, რომ მოქმედება იქ ბევრად ნელია, ვიდრე აქ. აჩქარებულია მოქმედება, არის ძალიან ბევრი ფერი და თავის ტვინის აგზნებას იწვევს. თავის ტვინის აგზნებას რომ იწვევს, იმპულსის შეკავება უჭირთ.
სქროლვაც ამას აკეთებს. ადამიანი საკვებს რომ უკვეთავს, 15 წუთში თუ არ მოიტანეს, ესეც იმპულსის შეუკავებლობაა, რომ გადავადება აღარ შეუძლიათ, ამწუთას გვინდა ყველაფერი. ამას რომ 2 წლის ბავშვის თავის ტვინი სწავლობს, რომ აი, აქ და ამწუთას უნდა მივიღო ყველაფერი, მერე ამ ბავშვს სკოლაში ვთხოვთ, რომ მასწავლებელთან გაჩერდეს. ფიზიკურად ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ უნდა, იდგეს, ირბინოს. თავის ტვინმა რაც 6 წლამდე არ ისწავლა, ის უცებ გვინდა, რომ სკოლაში გააკეთოს. ვერ გააკეთებს.“ – ამბობს სპეციალისტი.
