LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იზიარებენ სიყვარულს ხელოვნებისადმი“ – მარიამ ნაკანი

133
2026-02-26_22-28-14_748275

რამდენიმე დღის წინ ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა გამომწერებს უთხრა, რომ მეუღლე, გიორგი მამასახლისი მოულოდნელად წავიდა და დაშორდა.

ამჯერად ის ემოციურ პოსტს და ფოტოებს გვიზიარებს.

„მე ვოცნებობ ავაშენო სახლი – არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ უნიკალური შემოქმედებითი სივრცე – ფოტოსტუდიით, პატარა კინოთეატრით და საგამოფენო სივრცით.

მინდა შევქმნა ადგილი, სადაც ხელოვნება მისი სხვადასხვა გამოვლინებით და ფორმით გახდება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.

მინდა ყოველმა სტუმარმა, ვინც ამ სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებს, ​​რაღაცა საოცარი და შთამაგონებელი იგრძნოს

ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იზიარებენ სიყვარულს ხელოვნებისადმი და სურთ მასთან ურთიერთობა

ჩემი ოცნებაა ვიყო საკუთარი კულტურული სივრცის კურატორი, როგორც მასპინძელი , რომელიც იწვევს ადამიანებს, რომ შევიდნენ ხელოვნების სამყაროში და დატკბნენ მისი სილამაზით.

მე მჯერა, რომ ხელოვნებას შეუძლია ხალხის გაერთიანება, თანამოაზრეთა გუნდის ჩამოყალიბება , რომელთაც შეეძლებათ საზოგადოებისთვის მნიშნელოვან , კულტურულ გამდიდრებაში წვლილი შეტანა“, – წერს მარიამ ნაკანი.

შეგახსენებთ, მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი ერთმანეთს 21-წლიანი ცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.

მარი ნაკანი: „პროექტი დავტოვე პირველ მეუღლესთან შესარიგებლად და სასამართლო დავტოვე მეორე მეუღლესთან ერთად…“

„რატომ ვარ დეპრესიაში და გიორგი (მეუღლე) დამშორდა… წავიდა სახლიდან, წაიღო ნივთები, მერე „გაიჩითა“ სთორი, რომ საბერძნეთშია… ძალიან მეტკინა“ – ფოტოგრაფი მარი ნაკანი

„თუ გიორგის არ უნდა ჩემთან ერთად, ვნახოთ, როგორ მოვენატრები“ – რას ამბობს მარი ნაკანი მეუღლის მოულოდნენ წასვლაზე

„გიორგის გარეშე, რომ არ მინდა?“ – მარი ნაკანი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ძველ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g