LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებიები, ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები – საქართველოს ბანკის საგაზაფხულო კამპანია

578
საქართველოს ბანკი

მარტის თვე ხშირად დედებზე საუბარს ეთმობა. წელს კი საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, საგაზაფხულო კამპანია ბებიებისთვის მიეძღვნა, რადგან ყველა დედის დღე ხომ ბებიის დღეცაა. 

სწორედ ამიტომ წლევანდელი კამპანია ეხება იმ ქალებს, რომლებიც ოჯახების უხილავი საყრდენები არიან – მათ, ვინც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებენ, ოჯახურ ისტორიებს ინახავენ და სიყვარულს ყოველდღიურობად აქცევენ.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ გვახსენებს ბებიების განსაკუთრებულ როლს ჩვენს ცხოვრებაში და იმას, რომ ეს ადამიანები ყველაზე მეტ სიყვარულს იმსახურებენ.

„ბებიები ჩვენი ბავშვობის ჯადოსნური მოგონებების ავტორები არიან და სწორედ მათთან ასოცირდება ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები. ამიტომ გადავწყვიტეთ, მარტის თვე მიგვეძღვნა იმ ქალებისთვის, რომლებიც თაობებს სიყვარულით აკავშირებენ, ზრუნვას უსასრულოდ, უპირობოდ გასცემენ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ. მიგვაჩნია, რომ ყოველი დედის დღე ბებიის დღეცაა, ამიტომ ჩვენი წლევანდელი საგაზაფხულო კამპანიის მთავარი გმირები სწორედ ბებიები არიან”, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g