LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ვისაც სურს იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლია ჩამოვიდნენ და დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს, რომ ქვეყანა გახადონ თავდასხმის ობიექტი“

122
შალვა პაპუაშვილი

„ვფიქრობ, მათ, ვისაც სურს იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლია ჩამოვიდნენ და დისერტაციები წერონ თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის, რომ საქართველო გახადონ თავდასხმის ობიექტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა, რომელიც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ. მისივე თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებულ ისეთ აქტორებს, როგორებიც „თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და ეკა გიგაური არიან, სურთ საქართველოზე პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა სახის თავდასხმის საბაბი შექმნან“.

„არსად მითქვამს, რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტებს, ჩემი ამოცანა შესრულებულია, რამე საფრთხე თუ ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ, რომ გაარკვევენ“ – თინა ხიდაშელი

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ასეთი სუბიექტების მოქმედებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ხელის გულზე დევს რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ჰიბრიდული ომის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი. პირდაპირ გაწერილია სახელმძღვანელოებში, როგორ იქმნება ყალბი კვაზი მეცნიერული ნაშრომები, კვლევები, რომლებიც პირდაპირ ნაბიჯებად არის გაწერილი.

ჯერ იქმნება ყალბი კვლევა, რომლის ტირაჟირება ხდება შემდეგ მედიის მხრიდან, შემდეგ ხდება ამაზე გამოხმაურება და ამით იქმნება აღქმა კონკრეტულ ქვეყანასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირი საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღის წესრიგი აქვს, რომელიც ცდილობს დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ცდილობს, რომ გარე ძალებს შეუქმნას საბაბი საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისა.

ვხედავთ, გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანია, რომელიც ყველა კრიტიკულ მომენტში არის პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში, ცდილობს გარედან დარტყმის ობიექტად აქციოს საქართველო. შეგახსენებთ, გიორგი კანდელაკი არის ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც უვიზო მიმოსვლას გვაძლევდნენ, დარბოდა კორიდორ -კორიდორ, დერეფნიდან დერეფანში და ცდილობდა ჩაეშალა ეს პროცესი. ეს ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ უცხო ძალებს შეუქმნას საბაბი საქართველოზე თავდასხმისთვის. ასე რომ, ეს ლუსტრაციაა. ასევე, ეკა გიგაური, ესტონელი NGO-შნიკი, რომელიც ზუსტად ამას აკეთებს.

ვფიქრობ, მათ, ვისაც სურს იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლია ჩამოვიდნენ და ამაზე დისერტაციები წერონ თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის, რომ საქართველო გახადონ თავდასხმის ობიექტი. ძალიან მძიმეა, როდესაც ყოფილი სამხედრო და ჩვენი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყოფილი მაღალი ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ასახელებს, მისი აზრით, სად იქნებოდა კარგი, რომ ის, ვინც ემტერება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, მიიტანოს დარტყმა. ასე რომ, ეს არის მთელი სქემა, სადაც ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, რომ შექმნან საბაბი საქართველოზე სხვადასხვა სახის თავდასხმისთვის.

იგივე სქემაა, რომელიც გამოყენებულ იქნა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან- ზუსტად იგივე სქემა, იგივე ადამიანები – ქართველი ყორღანაშვილები, რომლებიც დგანან უცხოური ძალის სამსახურში და საკუთარ სამშობლოს ქმნიან დარტყმის ობიექტად. ეს არის რეალობა- მეხუთე კოლონა, რომელიც ჩვენ შიგნით გვაქვს და ამაზე უნდა ვისაუბროთ ამის შემდეგ, რამდენად ფესვგამდგარია უცხო ძალების სასარგებლო საბოტაჟი და დივერსია საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g