LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მახაშვილი: „გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია, რაც იყო აწეული ყულევის პორტზე და ზოგადად, სანქციებზე, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია“

112
ლევან მახაშვილი

„გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია, რაც იყო აწეული ყულევის პორტთან და ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია – უკვე მერამდენედ დასტურდება, რომ ეს ადამიანები არიან ჭორიკანები და მატყუარები, საქართველოს ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილი გამოეხმაურა ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას. მისი თქმით, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.

„ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა“ – სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი

ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა.

„ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიოსნად, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებებს და უპირველესად, უკრაინელების მიმართ აღებულ ვალდებულებას. უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია რაც იყო აწეული ამ თემასთან და ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია, არც მეტი და არც ნაკლები.

ჩვენ არაერთი ელჩის მხრიდან მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით ჭორაობა. დღეს გამოჩნდა რეალურად, ვინაა ჭორიკანა და ვინაა პასუხისმგებლიანი ამ პროცესში.

რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში უპირველესად, რასაც ველით, არის ბოდიშის მოხდა ამ ადამიანისგან. სიმართლის აღიარებას მაინც, რომ რეალურად, მისი საუბრები იყო ჭორაობა და საქართველოს ხელისუფლების უსაფუძვლო ცილისწამება. მე მგონი, ამ წერილით, არა მხოლოდ სანქციებთან დაკავშირებით, არამედ ზოგიერთი ელჩის და დიპლომატის ქცევასთან დაკავშირებით, ყველაფერი არის ნათელი. უკვე მერამდენედ დასტურდება, რომ ეს ადამიანები არიან ჭორიკანები და მატყუარები. საქართველოს ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს.

როდესაც ეს პროცესი დაიწყო, კითხვები იყო, რამე ხომ არ ხდება ისეთი ამ პორტში. კითხვებს გაეცა პასუხი – ერთი, რომ არაფერი არ ხდება და მეორე, მუდმივად ვიქნებით მჭიდროდ ხაზზე დაინტერესებულ მხარეებთან იმისთვის რომ, არა მარტო ჩვენ, არამედ ევროკავშირის მხარეც, ამერიკელებიც და ბრიტანელებიც, დარწმუნებული იყვნენ, რომ ნამდვილად არაფერი ხდება. ამაზეა საუბარი“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g