რამდენიმე საათის წინ, „ოსკარების“ რიგით 98-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საღამო ტრადიციულად Dolby Theatre-ში ჩატარდა. მისი წამყვანი კვლავ კომიკოსი, კონან ო ბარაინი იყო.
წლევანდელი ცერემონია განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ფილმისთვის, „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“, რომელმაც ყველაზე მეტი, ექვსი „ოსკარი“ მოიპოვა. ნომინაციების რაოდენობით კი ლიდერი გახლდათ „ცოდვილნი“, რომელიც 16 კატეგორიაში იყო წარდგენილი.
98-ე ,,ოსკარების” ნომინანტები ცნობილია – ნომინაციებს რაოდენობით ,,ცოდვილნი” ლიდერობს
„ოსკარი“ 2025-ის გამარჯვებულები დასახელდნენ – ნახეთ სრული სია
მთავარი კატეგორიების გამარჯვებულები:
საუკეთესო ფილმი
- ბრძოლის შემდეგ ბრძოლა
საუკეთესო რეჟისორი
- პოლ ტომას ანდერსონი – ბრძოლის შემდეგ ბრძოლა
საუკეთესო მსახიობი (მთავარი როლი)
- მაიკლ ბი ჯორდანი – ცოდვილნი
საუკეთესო მსახიობი ქალი (მთავარი როლი)
- ჯესი ბაქლი – ჰამნეტი
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში
- შონ პენი – ბრძოლის შემდეგ ბრძოლა
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
- ემი მედიგანი – Weapons
სხვა მნიშვნელოვანი გამარჯვებულები
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
- რაიან კუგლერი – ცოდვილნი
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
- პოლ ტომას ანდეროსნი – ბრძოლის შემდეგ ბრძოლა
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
- KPop Demon Hunters
საუკეთესო საერთაშორისო ფილმი
- Sentimental Value
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
- Mr. Nobody Against Putin
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
- ავატარი: ცეცხლი და ფერფლი
საუკეთესო ხმის დიზაინი
- F1
საუკეთესო ორიგინალური სიმღერა
- Golden“— ფილმიდან KPop Demon Hunters
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი
- ცოდვილნი – ოპერატორი Autumn Durald Arkapaw