მომღერალ ნუცა ბუზალაძეს რამდენიმე დღის წინ დეიდა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალის მეუღლე დარენ პრინცი ეხმაურება და სოციალურ ქსელში ნუცას ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
„სამძიმარს ვუცხადებ 💔 @nutsabuza-ს დეიდის გარდაცვალების გამო. ასევე მის დედას, ნინოს და ბიძაშვილს, მარის. ის ძალიან კეთილი ქალი იყო. ეს ფოტო მხოლოდ 7 თვის წინ არის გადაღებული სტამბოლში. ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ უფრო ხშირად თქვით „მიყვარხარ“, გაუშვით სიბრაზე და წყენა, ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე და დაეხმარეთ სხვებს ❤️“, – წერს დარენ პრინცი.

