LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის ნათლულები მსვლელობას მართავენ

142
ბერი ილია

ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრის მიმართულებით, სადაც პატრიარქის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატრიარქის ნათლულები მსვლელობას მართავენ.

მათ ხელში თეთრი ვარდები უჭირავთ.

18 წლის უკან, 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა პირველი საყოველთაო ნათლობა და ამ დროისთვის, საქართველოში 50 ათასზე მეტი ადამიანი ატარებს პატრიარქის ნათლულის სტატუსს. ეს უწმინდესის მრავალ ეროვნულ და საქვეყნო საქმეთაგან ერთ-ერთის შედეგია. ტრადიციამ უამრავი ოჯახი გააერთიანა და შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g