ნუცა ბუზალაძემ ახლახან სოციალურ ქსელში გაგვიზიარა ამონარიდი ახალი კლიპიდან, რომელიც სიმღერაზე „ილუზიები“ გადაიღო.
„ჩემი ახალი EP და პროექტი, რომელიც ჰოლივუდში ჩემს ახალ გუნდთან ერთად შევქმენი, მინდა, რომ მივუძღვნა მსოფლიოში ყველაზე მაგარ დეიდას, ლიას.
დღეს იქ რომ ვცხოვრობ, მისი დამსახურებაა.
ორი წლიდან ყოველდღე მიმეორებდა:
„სად მივდივართ?“
„ჰოლივუდში.“
„სად მივდივართ?“
„ჰოლივუდში.“
და აი… ეს ოცნება ერთად ავისრულეთ!..
ზუსტად ვიცი, ჩემი ანგელოზი იქნება და არსად, არასდროს მიმატოვებს.
მადლობა, რომ ასე მაგრად გამზარდე.
მიყვარხარ უსასრულოდ, ლიი…“
