პროექტ „ქართულის“ ახალ ეპიზოდში, „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ ჯგუფი „სადარი“, რომელმაც ჯემალ სეფიაშვილის არაჩვეულებრივი სიმღერა – „გაზაფხული შემოსულა, ლენ“ შეასრულა და მაყურებლის დიდი სიმპათიაც მოიპოვა.
მათ ჟიურის წევრებიც მოხიბლეს და მათგან მეორე ტურში გადასასვლელი საგზურიც მიიღეს.
მაყურებელი კი ინტერნეტში უკვე აზიარებს მათ შესრულებას და აღნიშნავს:
„როგორი სასიამოვნო მოსასმენია. ატკბობს სულსა და გულს…“
„საუკეთესო შესრულება…“
„წარმატებები, ოქროს ბიჭებო…“
