LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინურმა ქალაქმა ინოვაციური პროექტისთვის – საკვების გადარჩენისა და გაჭირვებულთა დახმარებისთვის, საერთაშორისო ჯილდო მიიღო

126
ქირიას NEWS შაბლონი

ფინურმა ქალაქმა ვანტაამ მიიღო საერთაშორისო პრემია Milan Pact Awards, რომელიც გადაეცემა ეფექტური ურბანული პოლიტიკისა და ისეთი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც საკვების ნარჩენების შემცირებას უწყობს ხელს.

ათი წლის წინ დაიწყო პროექტი Shared Table: ამ დროის განმავლობაში ვანტააში ჩამოყალიბდა ეფექტური სისტემა, რომელიც ჭარბ საკვებს გადაარჩენს და გადასცემს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. იდეა თავიდანვე მაქსიმალურად მარტივი იყო – ქალაქში საკვები არ უნდა იკარგებოდეს.

ერთ მხარეს არის სუპერმარკეტებსა და რესტორნებში დარჩენილი ზედმეტი პროდუქტი, მეორე მხარეს – ადამიანები, რომლებსაც სოციალური დახმარება სჭირდებათ. ამ ორი მხარის დაკავშირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქველმოქმედო და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც საკვების მიწოდება საკუთარ თავზე აიღეს. მერიამ კი უზრუნველყო ინფრასტრუქტურა – შექმნა სპეციალური ტერმინალი პროდუქტის შესანახად და მოაწყო ლოგისტიკა.

დღეს Shared Table ყოველკვირეულად ეხმარება დაახლოებით 10 000 ადამიანს და ანაწილებს 20 000 კილოგრამამდე საკვებს, რომელიც სხვა შემთხვევაში ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებოდა. პროდუქტი იკრიბება 50-ზე მეტი კომპანიისგან და ქალაქში გადანაწილება მაცივრიანი სატვირთოებით ხდება.

ამასთან, ვანტააში Shared Table-ს არა მხოლოდ სოციალურ ინიციატივად, არამედ ინოვაციების პლატფორმადაც განიხილავენ. ერთ-ერთი საპილოტე პროექტია საკვებად უვარგისი ნარჩენების ბიოგაზად გადამუშავება. ქალაქში უკვე ტესტავენ ბიორეაქტორს და შედეგები აჩვენებს, რომ მცირე მოცულობის ნარჩენებიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ქალაქის ელექტროენერგიის წარმოებაში.

ვანტააში საკვების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული სოციალურ პოლიტიკასთან – უფასო სასკოლო კვება აქ უკვე დიდი ხანია ნორმად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები