LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი გაგუდა“ – დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

132
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 26 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი გაგუდა იგი.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g